იუვენტუსის ვეტერანი: "იუნაიტედში რონალდუმ პირველივე მატჩში გააკეთა ის, რაზეც ჩვენთან კატეგორიულ უარს აცხადებდა"
„იუვენტუსის“ ექს-ნახევარმცველმა, ჯანკარლო მაროკიმ რონალდუს „მან.იუნაიტედში“ შემდგარ დებიუტზე ისაუბრა.
ეს მატჩი პორტუგალიელმა ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე დაიწყო და დუბლი მიითვალა.
„შევამჩნიე, რომ „ნიუკასლთან“ მატჩში რონალდუ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა.
ეს ის არის, რაზეც ის „იუვენტუსში“ მუდმივად უარს აცხადებდა.“ - ციტირებს მაროკის სიტყვებს Sky Sports.
რონალდუს საყვარელი პოზიცია შეტეევის მარცხენა ფლანგია, რომელზეც მას კარიერის უდიდესი ნაწილი აქვს გატარებული.
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი „მანჩესტერ იუნაიტედში" გასულ თვეში 12-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ამ 12 წლიდან რონალდუმ 9 მადრიდის „რეალში" გაატარა, 3 კი - „იუვენტუსში".