ავტორიზაცია

ოფიციალურად: რეალმა ბეილი დიდი ხნით დაკარგა

ოფიციალურად: რეალმა ბეილი დიდი ხნით დაკარგა
თარიღი 13 Sep 2021, 17:07

მადრიდის „რეალის“ უელსელმა შემტევმა გარეტ ბეილმა „სელტასთან“ მატჩის წინა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო.

ფეხურთელმა „სელტასთან“ 5:2 მოგებულ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო და დღეს სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა.

როგორც გამოცემა COPE იტყობინება, ბეილს მუხლქვედა მყესის ტრავმა დაუდასტურდა, თანაც საკმაოდ მძიმე.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, კონკრეტულად რამდენი გაუცდება უელსელ შემტევსმაგრამ გამოცემა აზუსტებს, რომ ტრავმა ძალიან ცუდად გამოიყურება და ბეილს საკმაოდ დიდხნიანი უქმობა მოუწევს.

ამ სეზონში ბეილმა „რეალის“ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლიდანაც გუნდმა 2 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. უშუალოდ ფეხბურთელის მონაგარი კი ამ შეხვედრებში ერთი გატანილი გოლია.