ავტორიზაცია

რა როლი ითამაშა ყატარის ემირმა მბაპეს რეალში არშემდგარ ტრანსფერში?

რა როლი ითამაშა ყატარის ემირმა მბაპეს რეალში არშემდგარ ტრანსფერში?
თარიღი 13 Sep 2021, 11:32

პირადად ყატარის ემირმა, ჰამად ალ ტანიმ არ ისურვა "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს "რეალში" გაყიდვა, იტყობინება L'Equipe. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელთა დირექტორთა საბჭოში დიდხანს განიხილავდნენ საკითხს, ღირდა თუ არა ფრანგის 200 მილიონ ევროზე მეტად გაყიდვა თუ ერთ წელიწადში მისი უფასოდ გაშვება.

ყატარის ემირმა განაცხადა, რომ საქმეში ლიონელ მესი - კილიან მბაპე - ნეიმარის ტრიოს ხილვა უნდა. 22 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს მოქმედი ხელშეკრულების ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება.

მისი ხელში ჩაგდება "რეალს" უნდა, რომელმაც პარიზულ კლუბს ამ ზაფხულს რამდენიმე შეთავაზება გაუკეთა, თუმცა თანხმობა ვერა და ვერ მიიღო. მბაპე "პსჟ"-ში "მონაკოდან" 2017 წელს გადავიდა.

"პსჟ"-ს რიგებში იგი საფრანგეთის 3-გზის ჩემპიონია (2017/18, 2018/19, 2019/20), ლიგის თასისა (2017/18, 2019/20) და ქვეყნის სუპერთასის (2019, 2020) 2-გზის მფლობელი, აგრეთვე საფრანგეთის თასის სამგზის გამარჯვებული (2017/18, 2019/20, 2020/21).