ავტორიზაცია

რეალში გადასვლა თუ მანჩესტერში დარჩენა? - პოგბას წამზომი უკვე ჩაირთო

რეალში გადასვლა თუ მანჩესტერში დარჩენა? - პოგბას წამზომი უკვე ჩაირთო
თარიღი 13 Sep 2021, 11:20

Daily Star-ის თანახმად, პოლ პოგბა 2022 წლის ზაფხულში დატოვებს "მანჩესტერ იუნაიტედს", რადგან კლუბი და ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ.

ევროპული პრესა ვარაუდობს, რომ ფრანგი ცენტრალური ნახევარმცველი აირჩევს "პარი სენ-ჟერმენს", თუმცა უკანასკნელ პერიოდში მადრიდის "რეალის" ვარიანტი უფრო აქტუალური გახდა.

"წითელი ეშმაკების" ფლეიმეიქერის გარდა, "სამეფო კლუბი" იმუშავებს ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერებზეც. ერთი სიტყვით, "ბლანკოსი" თავის ქომაგებს ცხელ ზაფხულს პირდება.

"მანკუნიანელებს" აქვთ მთელი სეზონი თავიანთი ექვსიანის დასაყოლიებლად, თუმცა ევროპული პრესა დარწმუნებულია, რომ ფეხბურთელი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

აქვე დავამატებთ, რომ პოგბამ "მანჩესტერის" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში უკვე მოასწრო შვიდი საგოლე გადაცემის განხორციელება. "იუნაიტედის" შემდეგი მეტოქე "იანგ ბოიზი" იქნება.