რეალში გადმოსვლის დღიდან, რამდენი მატჩი გამოტოვა ბეილმა ტრავმის გამო?
მადრიდის "რეალისა" და ვიგოს "სელტას" უხვგოლიანმა დაპირისპირებამ (5:2) ჩაიარა გარეტ ბეილის გარეშე, რადგან მან ბარძაყის კუნტი დაიზიანა. უელსელი "სამეფო კლუბის" განაცხადში არ ყოფილა.
Marca-მ დაითვალა, თუ რამდენი მატჩი აქვს გამოტოვებული "ბლანკოსის" შემტევს სხვადასხვა ტრავმების გამო ესპანეთში გადმოსვლის დღიდან და აღმოჩნდა, რომ ასეთი თამაშების რაოდენობა 102-ს უდრის.
შეგახსენებთ, რომ 32-წლის ვინგერი "სანტიაგო ბერნაბეუზე" თამაშობს 2013/2014 წლების სეზონიდან და ამ დროის განმავლობაში მან 254 შეხვედრაში 106 გოლის გატანა მაოსწრო.
აქვე დავამატებთ, რომ გასული სეზონი ბრიტანელმა გარემარბმა განათხოვრების წესით გაატარა ლონდონის "ტოტენჰემში", რომელშიც 34 მატჩში 16 ბურთის შეგდება მოახერხა.
"ჰოტსპურმა" უელსის ეროვნული ნაკრების მე-11 ნომრის გამოსყიდვაზე განაცხადა უარი, რის გამოც მას "რეალში" დაბრუნება მოუწია. ცნობისთვის, ბეილმა ამ სეზონში ერთი გოლის გატანა უკვე მოასწრო.