ავტორიზაცია

"გამოიყურებოდა როგორც ფეხბურთელი, რომელიც ამ ლიგისთვის მზად არ არის", - ტუხელი საულზე

"გამოიყურებოდა როგორც ფეხბურთელი, რომელიც ამ ლიგისთვის მზად არ არის", - ტუხელი საულზე
თარიღი 13 სექ 2021, 17:29

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, „ლურჯების“ შემადგენლობაში საულ ნიგესის დებიუტი შეაფასა.

ფეხბურთელმა „ასტონ ვილასთან“ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.

„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ძალიან უჭირდა. საული მოედანზე უბრალოდ იტანჯებოდა, ბევრი უაზრო შეცდომა დაუშვა და გამოიყურებოდა როგორც ფეხბურთელი, რომელიც ასეთ დონეზე სათამაშოდ მზად საერთოდ არ არის.

თუმცა, მზად ვარ მისი ასეთი თამაშის გამო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო, რადგან ფეხბურთელი ახალ გუნდსა და ჩემპიონატს ჯერ საერთოდ არ არის შეჩვეული. მეგონა, რომ შემეძლო ის პირდაპირ ბრძოლაში გამეშვა, მაგრამ შევცდი.

მრცხვენია, რომ ამ მატჩის სირთულე და საულის შესაძლებლობები ვერ გავთვალე. ის გუნდში ახლა მოვიდა, ადაპტაციისთვის დროც არ ჰქონია. თუმცა, ამ ფეხბურთელზე რაღაც დასკვნების გაკეთებას ამ მატჩით არ ვაპირებ, უბრალოდ მუშაობას გავაგრძელებთ, ეს ბუნებრივი პროცესია.

ერთი ნათამაშები ტაიმიდან რაღაც დასკვნების გამოტანა არ ღირს.“ - აღნიშნა ტუხელმა.

„ჩელსიმ“ ესპანელი ნახევარმცველი „ატლეტიკოდან“ 5 მილიონ ევროდ ინათხოვრა და 35 მილიონად მისი გამოსყიდვაც შეეძლება.