ავტორიზაცია

კლოპი ლივერპულის ახალგაზრდა ფეხბურთელის უმძიმეს ტრავმას გამოეხმაურა

კლოპი ლივერპულის ახალგაზრდა ფეხბურთელის უმძიმეს ტრავმას გამოეხმაურა
თარიღი 13 სექ 2021, 20:38

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის მე-4 ტურში "ლიდსთან" (3:0) გამართული მატჩის შემდეგ ნახევარმცველ ჰარვი ელიოტს მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, 18 წლის ინგლისელმა აღნიშნულ დაპირიპირებაში ფეხი მოიტეხა.

"სერიოზული ტრავმა აქვს. კოჭის დაზიანება. პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. საავადმყოფოში იმყოფება", - ციტირებს გერმანელი სპეიალისტის სიტყვებს BBC.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა სერიოზული დაზიანება "ლიდსის" მცველმა, პასკალ სტრეიკმა შეხვედრის 59-ე წუთზე მოედნის ცენტრში მიაყენა.

VAR-ის შემდეგ, მატჩის მთავარმა არბიტრმა, კრეიგ პოულსონმა მასპინძელთა უკანახაზელი მოედნიდან გააძევა. ტრავმირებული ელიოტი კი ჯორდან ჰენდერსონმა ჩაანაცვლა.