ჯანო ანანიძემ კვლავ ტრავმა მიიღო
ბოლო წლებში, ასეთი სათაურით სტატიის დაწერა პირველად არ გვიწევს, მაგრამ ფაქტია - ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო.
ჯანომ "დინამო თბილისთან" ერთად აქტური ვარჯიშები 1 სექტემბერს განაახლა.
დღევანდელი მოცემულობით კი ანანიძეს მუხლი აწუხებს და საწვრთნელ პროცესს ტოვებს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის დაუბრუნდება ანანიძე მოედანს კი არა, ჯერ ვარჯიშებს.
ხანგრძლივი რუსული კარიერის შემდეგ, ანანიძე "დინამო თბილისში" რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა, თუმცა ტრავმების გამო ჯერ ფეხი ვერ მოიკიდა.