ავტორიზაცია

ლივერპულის 18 წლის ნახევარმცველმა ფეხის მოტეხვის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

ლივერპულის 18 წლის ნახევარმცველმა ფეხის მოტეხვის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
თარიღი 13 სექ 2021, 20:53

"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ჰარვი ელიოტმა პრემიერ ლიგის მე-4 ტურში "ლიდსთან" (3:0) გამართულ მატჩში საშინელი ტრავმა მიიღო.

18 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა აღნიშნულ დაპირისპირებაში ფეხი მოიტეხა და უმალვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ელიოტმა სოიალურ ქსელში მოკლე კომენტარი გააკეთა, სადაც მხარდაჭერისთვის მადლობას იხდის.

"მადლობა თბილი სიტყვებისთვის. ვიწყებ გზას გამოჯანმრთელებისკენ", - წერს მერსისაიდელთა ახალგაზრდა ნახევარმცველი.

ელიოტს სერიოზული დაზიანება "ლიდსის" მცველმა, პასკალ სტრეიკმა მატჩის 59-ე წუთზე მოედნის ცენტრში მიაყენა.

VAR-ის შემდეგ, მატჩის მთავარმა არბიტრმა, კრეიგ პოულსონმა მასპინძელთა უკანახაზელი მოედნიდან გააძევა. ტრავმირებული ელიოტი კი ჯორდან ჰენდერსონმა ჩაანაცვლა.