ავტორიზაცია

"ერთი ფენომენია, მეორე გუნდს ბევრ სარგებელს მოუტანს", - ბენზემამ რეალის ახალგაზრდები შეაქო

"ერთი ფენომენია, მეორე გუნდს ბევრ სარგებელს მოუტანს", - ბენზემამ რეალის ახალგაზრდები შეაქო
თარიღი 13 სექ 2021, 22:04

"რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში "სელტასთან" (5:2) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

"გულშემატკივრების მიერ შექმნილი ატმოსფეროს გამო, განსაკუთრებული საღამო იყო. პირველი ტაიმი ცოტა უჩვეულო აღმოჩნდა, რადგან ფანების წინაშე თამაშს უნდა შევგუებოდით".

"მეორე ტაიმში ის გავაკეთეთ, რაც მოსაგებად გვინდოდა. ვფიქრობ, დაცვაში უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რათა არ გავუშვათ. გამარჯვებას ვაპირებთ, ბევრი გოლის გატანას, მაგრამ დაცვა არ უნდა დაგვავიწყდეს".

"ვინისიუსი ფენომენია. ჯერ ახალგაზრდაა და მასთან ერთად თამაში ძალიან მომწონს. დაამტკიცა, რომ მზად არის გუნდს ყოველთვის დაეხმაროს .კამავინგაც ახალგაზრდაა და ბევრ სარგებელს მოგვიტანს", - ციტირებს ფრანგი ფორვარდის სიტყვებს კლუბს ოფიციალური საიტი.

ამ გამარჯვების შემდეგ, "რეალს" 10 ქულა დაუგროვდა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს, "სელტას" აქტივში ერთი ქულაა და მე-18 პოზიციაზეა.