ავტორიზაცია

"მე შენ გხედავ", - ხაბიბ ნურმაგომედოვი გუშინდელ მატჩში ბენზემას ჰეთ-თრიქს ეხმაურება

"მე შენ გხედავ", - ხაბიბ ნურმაგომედოვი გუშინდელ მატჩში ბენზემას ჰეთ-თრიქს ეხმაურება
თარიღი 13 სექ 2021, 22:24

მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ს ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა ლა ლიგის მე-4 ტურში "სელტასთან" 5:2 მოგებულ მატჩში "რეალის" თავდამსხმელ კარიმ ბენზემას თამაშზე კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, 33 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა აღნიშნულ შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა.

"მე შენ გხედავ", - წერს ხაბიბი სოციალურ ქსელში და თან ბენზემას ფოტოს აქვეყნებს.

"რეალისა" და "სელტას" შეხვედრაში მადრიდელთა მხრიდან ვინისიუს ჟუნიორმა და ედუარდო კამავინგამაც გაიტანეს, რომელმაც სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ხოლო ვიგოელთა რიგებიდან "სამეფო კლუბის" კარი სანტი მინამ და ფრანკო სერვიმ აიღეს.

ამ გამარჯვების შემდეგ, "რეალს" 10 ქულა დაუგროვდა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს, "სელტას" აქტივში ერთი ქულაა და მე-18 პოზიციაზეა.