ავტორიზაცია

არც რეალი, არც პსჟ — მანჩესტერში რონალდუს დაბრუნებამ პოგბას გადაწყვეტილება შეაცვლევინა?!

არც რეალი, არც პსჟ — მანჩესტერში რონალდუს დაბრუნებამ პოგბას გადაწყვეტილება შეაცვლევინა?!
თარიღი 13 სექ 2021, 22:47

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს, პოლ პოგბას კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა, წერს ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Athletic.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ფრანგის გადაწყვეტილებაზე "ეშმაკუნების" რიგებში თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებამ იქონია გავლენა.

აქამდე იუწყებოდნენ, რომ პოგბა "ემიუდან" წასვლას გეგმავდა და აგენტ მინო რაიოლას მადრიდის "რეალში" თამაშის სურვილის შესახებ ამცნო. იწერებოდა "პსჟ"-ს ვარიანტზეც.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა მანიკუნიანელთა სუპერვარსკვლავს 2022 წლის ზაფხულში ეწურება. კლუბის ღირსებას იგი 2016 წლიდან იცავს.

2020/21 წლების სეზონში პოგბამ პრემიერ ლიგაში 26 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მიმდინარე სეზონში მან ინგლისის ჩემპიონატის 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და უკვე 7 საგოლე პასია მის აქტივში.