ავტორიზაცია

"ახალგაზრდა ბიჭმა უხამსი ჟესტი აჩვენა", - რატომ მიიღო წითელი ბარათი სარიმ მილანთან მატჩის შემდეგ?

"ახალგაზრდა ბიჭმა უხამსი ჟესტი აჩვენა", - რატომ მიიღო წითელი ბარათი სარიმ მილანთან მატჩის შემდეგ?
თარიღი 13 სექ 2021, 23:47

"ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა,მაურისიო სარიმ სერია ა-ს მე-3 ტურში "მილანთან" (0:2) გამართულ შეხვედრაში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, აღნიშნული დაპირისპირების დასრულების შემდეგ, 62 წლის სპეციალისტს მთავარმა არბიტრმა წითელი ბარათი მიიღო.

"განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ახალგაზრდა ბიჭმა უხამსი ჟესტი აჩვენა, რომელიც უფროსი ადამიანების მიმართ დაუშვებელია", - ციტირებს სარის სიტყვებს Football Italia.

"იბრაჰიმოვიჩმა ყველაფერი მოაგვარა, ბოდიში მოახდევინა. ზოგჯერ ასეთები ხდება", - დასძინა რომაელთა დამრიგებელმა.

ცნობისთვის, სარი "როსონერის" 22 წლის ნახევრმცველ ალექსის სალემაკერსთან შეხლა-შემოხლის შემდეგ გააძევეს მოედნიდან.