ავტორიზაცია

"არ მინდოდა ესე მომხდარიყო, დეპრესიაში ვარ", - ლიდსის მცველი, რომელმაც ლივერპულის ფეხბურთელს ფეხი მოტეხა

"არ მინდოდა ესე მომხდარიყო, დეპრესიაში ვარ", - ლიდსის მცველი, რომელმაც ლივერპულის ფეხბურთელს ფეხი მოტეხა
თარიღი 14 სექ 2021, 00:25

"ლიდსის" მცველმა, პასკალ სტრეიკმა "ლივერპულის" ნახევარმცველს, ჰარვი ელიოტს გამოჯანმრთელება უსურვა, რომელსაც პრემიერ ლიგის მეოთხე ტურის მატჩში მძიმე ტრავმა მიაყენა.

"ამ მატჩში მოხდა ის, რასაც არავის არ ვუსურვებ. ჰარვი ელიოტ, სულიერად შენთან ვარ. დეპრესიაში ვარ და არ მინდოდა, რომ ესე მომხდარიყო".

"სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებ და იმედი მაქვს, მოედანზე მალე დაბრუნდები", - წერს სტრეიკი სოციალურ ქსელში.

ელიოტს სერიოზული დაზიანება "ლიდსის" მცველმა მატჩის 59-ე წუთზე მოედნის ცენტრში მიაყენა.

VAR-ის შემდეგ, მატჩის მთავარმა არბიტრმა, კრეიგ პოულსონმა მასპინძელთა უკანახაზელი მოედნიდან გააძევა. 

12 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ელიოტი გარკვეული დროით საავადმყოფოდან გაწერეს, მაგრამ ოპერაცია დასჭირდება.