ვინისიუსმა აღიარა, თუ რა ურჩია ანჩელოტიმ იმისთვის, რომ მისი სიზუსტე გაუმჯობესებულიყო

მადრიდის „რეალის“ შემტევმა ვინისიუს ჯუნიორმა ამ სეზონში განცდილ პროგრესზე ისაუბრა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ლა ლიგის წინა სეზონში დაფიქსირებული შედეგი (3 გოლი) ამ სეზონში გააუმჯობესა და ლა ლიგის სასტარტო 4 ტურში 4 გოლი დაუგროვდა.
ვინისიუსს ჰკითხეს, თუ რა გააკეთა ანჩელოტიმ საიმისოდ, რომ მან შედეგები ასე მკვეთრად გააუმჯობესა:
„ანჩელოტიმ მითხრა, რომ ბურთის მიღებიდან ერთი-ორ შეხებაში სჯობს კარში დარტყმა. ციფრები ამტკიცებს, რომ ამან აშკარად იმუშავა.
ამ სეზონში ჩვენ გაცილებით მეტ მომენტს ვქმნით და მეტ გოლსაც ვიტანთ. მწვრთნელი ვარჯიშებზე ძალიან მეხმარება.“ - აღნიშნა ვინისიუსმა.