დაისჯება თუ არა ვინისიუსი კოვიდრეგულაციების უხეში დარღვევის გამო?

მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელმა შემტევმა ვინისიუს ჯუნიორმა „სელტასთან“ გატანილი გოლი ემოციურად აღნიშნა.
ვინისიუსმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შეკრებილ პუბლიკასთან მიირბინა, მათ სექციაში გადახდა და გულშემატკივრებს ჩაეხუტა.
Marca-ს ინფორმაციით, მიუხედავად კორონავირუსის დროს მკაცრი რეგულაციებისა, ასეთი შემთხვევებისთვის დამატებითი სასჯელი განსაზღვრული არ არის.
შესაბამისად, ერთადერთი სასჯელი, რომელსაც ვინი ამ მომენტის გამო მიიღებს - ყვითელი ბარათია. არბიტრმა ის მას მომენტალურად უჩვენა.
ვინისიუსის გარდა „რეალის“ შემადგენლობაში გოლით თავი ედუარდო კამავინგამ და კარიმ ბენზემამ (ჰეთ-ტრიკი) გამოიჩინეს.