ავტორიზაცია

ჰიონესი: "გერმანაში ბარსელონას დიდი ხნის წინ გაკოტრებულად გამოაცხადებდნენ"

ჰიონესი: "გერმანაში ბარსელონას დიდი ხნის წინ გაკოტრებულად გამოაცხადებდნენ"
თარიღი 14 Sep 2021, 13:15

„ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა „ბარსელონას“ ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„ბარსელონა პრაქტიკულად გაკოტრებულია. მისი საქმე გერმანიაში რომ იყოს, უკვე დიდი ხნის წინ გაკოტრებულად გამოაცხადებდნენ და მასთან საქმეს სასამართლო გაარკვევდა.

ჩვენთვის ეს გუნდი მისაბაძი მაგალითი აღარ არის. დავიდ ალაბამ ერთხელ მითხრა, რომ „ბარსელონაში“ თამაშზე ოცნებობს.

მაშინ მას ვუპასუხე: „ვისთან უნდა აწარმოო მოლაპარაკებები? პრეზიდენტთან თუ კონკურსულ მმართველთან (ინიშნება კომპანიის გაკოტრებულად გამოცხადების შემდეგ - ავტ.).

ასევე მე იმას ვუჭერ მხარს, რომ ბოლომდე მიაწვე. იმ მომენტში, როცა ყველაფერი დამთავრებულია და რეფინანსირება შეუძლებელია, უნდა თქვა: „არა! და „მაშინ მე ჩემპიონთა ლიგას ვეღარ მოვიგებ!“ - აღნიშნა ჰიონესმა.