ავტორიზაცია

ეროვნული ლიგა - 23-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგა - 23-ე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით
თარიღი 14 სექ 2021, 13:41

თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგა განახლდა და ერთბაშად 4 გამოტოვებული მატჩი გაიმართა.

23-ე ტურის სტარტზე "სამტრედიამ" მოუგებელი სერია შეწყვიტა და საკუთარ მოედანზე "ლოკომოტივი" დაამარცხა.

"თელავმა" მცირე სენსაცია მოახდინა და საკუთარ მოედანზე "დინამო თბილისს" 1:0 სძლია. ცენტრალური მატჩი "საბურთალოსა" და "დინამო ბათუმს" შორის, ფრედ 1:1 დასრულდა.

განახლებულმა ქუთაისის "ტორპედომ" გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონე "დილა" 2:1 დაამარცხა, "შუქურასა" და "სამგურალის" მატჩი კი უგოლოდ მორჩა.

გთავაზობთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს.