VIDEO: ჯოვინოს შესრულება და საბურთალოს ძალიან ლამაზი კომბინაცია - 1:1 ტურის ცენტრალურ მატჩში
საქართველოს ეროვნული ლიგის 23-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ბათუმის "დინამო" ესტუმრა თბილისის "საბურთალოს", რომელთანაც ითამაშა ფრე, 1:1. აჭარლებმა ანგარიში გახსნეს უკვე მე-2 წუთზე, ჯოვინო ფლამარიონის გოლით.
მეორე ტაიმში კი დედაქალაქელებმა ულამაზესი კომბინაციითა და იური ტაბატაძის გოლით წონასწორობა აღადგინეს. ზღვისპირელებსა და თბილისის "დინამოს" შორის ამ დროისთვის სხვაობა შეადგენს 3 ქულას - 47:44.