VIDEO: დინამო ბათუმი სივასპორთან 111-ე წუთზე გატყდა
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ბათუმის "დინამო" ესტუმრა "სივასპორს", რომელთანაც პირველ მატჩში 1:2 ჰქონდა წაგებული.
აჭარულ გუნდს სჭირდებოდა მხოლოდ მოგება და გიორგი ფანცულაიას გოლის შემდეგ, ზღვისპირელებმა თამაში გადაიყვანეს დამატებით დროში, რადგან საერთო ჯამში ანგარიში 2:2 იყო.
ექსტრა ტაიმში კი გიო გეგუჩაძის გუნდმა გაუშვა დასანანი გოლი 111-ე წუთზე, რითაც თურქებს უპირატესობა მისცა. სამწუხაროს, "დინამომ" მეტი გოლის გატანა ვერ შეძლო.
ბათუმური გუნდი ევროტურნირებს ემშვიდობება თავაწაეული და რაც შეეხებათ "თეთრ-წითლებს", მათი მოწინააღმდეგე პლეი-ოფში დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" იქნება.