სივასპორთან მატჩის წინ, დინამო ბათუმს კუპატაძე გამოაკლდა
ბათუმის "დინამოს" მეკარე, ლაზარე კუპატაძე კონფერენს ლიგაზე "სივასპორთან" საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს. საქმე ისაა, რომ ქართველ გოლკიპერს კორონავირუსი დაუდასტურდა.
აჭარული გუნდის კარის დარაჯმა გადაინაცვლა თვითიზოლაციაში, მის ადგილს კი დაიკავებს გიორგი ალავიძე, რომელიც ახლო წარსულში გუნდის ძირითადი მეკარე იყო.
შეგახსენებთ, რომ ზღვისპირელებისა და თურქების საქართველოში გამართული პირველი მატჩი დასრულდა სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1. გია გეგუჩაძის გუნდმა მეორე გოლი 95-ე წუთზე გაუშვა.
რაც შეეხება განმეორებით დაპირისპირებას, "დინამო" "თეთრ-წითლებს" შეხვდება ხუთშაბათს, 12 აგვისტოს, ჩვენი დროით 22:00 საათზე. აქვე დავამატებთ, "სივასპორის" დამარცხების შემთხვევაში, ბათუმელები კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გავლენ.