"მან მაღალ დონეზე მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარა" - რატომ არ გაუშვა რუბინმა კვარაცხელია?
მთელი ზაფხული ქართველი გულშემატკივარი იმის მოლოდინში იყო, რომ ხვიჩა კვარაცხელია კარიერას ტოპ ევროპულ გუნდში გააგრძელებდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.
გუშინ, კვარაცხელიამ "რუბინის" შემადგენლობაში ითამაშა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.
იმის მიზეზებზე, თუ რატომ არ შედგა 20 წლის შემტევის ევროპული ტრანსფერი, "რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ ისაუბრა.
"ის ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და მაღალ დონეზე ერთი სეზონი ითამაშა. ფაქტია, მისი ევროპაში წასვლა მხოლოდ დროის საკითხია.
რუბინს კვარაცხელიას თაობაზე4 კლუბი დაუკავშირდა, თუმცა ოფიციალური წინადადება არ მოსულა. საბოლოო ჯამში კარგია, რომ ხვიჩა რუბინიდან არ წავიდა", - განაცხადა "რუბინის" სპორტულმა დირექტორმა.