ავტორიზაცია

ბარსელონას ორი ფეხბურთელი, რომლის მოედანზე ხილვა ლაპორტას უფრო ხშირად სურს

ბარსელონას ორი ფეხბურთელი, რომლის მოედანზე ხილვა ლაპორტას უფრო ხშირად სურს
თარიღი 14 Sep 2021, 15:25

"ბარსელონას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას უნდა, რომ მცველი, სამუელ უმტიტი და ნახევარმცველი, რიკი პუჩი მოედანზე ხშირად იხილოს. როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, ესპანელმა სპეციალისტმა გუნდის მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს ამ თხოვნით მიმართა.

ჰოლანდიელ სპეციალისტს პუჩი არ მოსწონს, მაგრამ ლაპორტას ის ძალიან ესიმპატიურება. მწვრთნელი 22 წლის ესპანელს შემადგენლობაში დააყენებს, თუ ვარჯიშებზე დაამტკიცებს, რომ "ბარსას" ძირითადში ადგილს იმსახურებს.

იგივეს თქმა შეიძლება უმტიტიზეც. კუმანი გამოჯანმრთელებაზე და ფორმაში ჩადგომაზე ფრანგის თავდაუზოგავ მუშაობას აფასებს, მაგრამ ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ არ არის შესაბამის კონდიციებში იმისათვის, რათა რეგულარულად ითამაშოს.

უმტიტიმ ლაპორტას "ბარსაში" კიდევ ერთი შანსის მიღების გარანტია სთხოვა, კლუბის პრეზიდენტი კი მას დაჰპირდა, რომ თავის გამოჩენის შესაძლებლობა ექნება.