ავტორიზაცია

მოახდენდა თუ არა გავლენას ბარსელონას სახელფასო პრობლემებზე გრიზმანის დროული გაშვება?

მოახდენდა თუ არა გავლენას ბარსელონას სახელფასო პრობლემებზე გრიზმანის დროული გაშვება?
თარიღი 14 Sep 2021, 15:19

ანტუან გრიზმანის მადრიდის "ატლეტიკოში" დაბრუნების შემდეგ, აქტუალური არის კითხვა - ფრანგი თავდამსხმელის დროულად გაშვების შემთხვევაში, შეძლებდა თუ არა "ბარსა" ლეო მესის შენარჩუნებას?

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა კატალონიელთა პრეზიდენტმა, ხოან ლაპორტამ, რომელმაც განაცხადა, რომ არგენტინელი ფორვარდის დატოვება ამ შემთხვევაშიც შეუძლებელი იქნებოდა.

"მესის დარეგისტრირებას ვერ შევძლებდით გრიზმანის გასხვისებითა და რამდენიმე ფეხბურთელის ხელფასის შემცირებითაც კი. ბარსელონაში სახელფასო ჭერთან დაკავშირებული პრობლემები ასეთ შემთხვევაშიც კი ვერ მოგვარდებოდა.

ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ წარმოქმნილი სირთულეები მოვაგვაროთ და კლუბს უკეთესო მომავალი ვაჩუქოთ", - განაცხადა კატალონიელმა ფუნქციონერმა Marca-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ლეო თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა "პარი სენ-ჟერმენში", საფრანგეთის ნაკრების შემტევი განათხოვრების წესით "როხიბლანკოში", ხერარდ პიკემ, სერხიო ბუსკეტსმა და ხორდი ალბამ კი ხელფასი შეიმცირეს.