ავტორიზაცია

"გრიზმანმა უკვე დაამტკიცა, რომ ის ჩვენიანია", - ატლეტიკოს პრეზიდენტი

"გრიზმანმა უკვე დაამტკიცა, რომ ის ჩვენიანია", - ატლეტიკოს პრეზიდენტი
თარიღი 11 სექ 2021, 12:53

"ატლეტიკოს" პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ "ბარსელონადან" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა. მოგეხსენებათ, 30 წლის ფრანგი მადრიდულ კლუბში იჯარით გადავიდა.

"როხიბლანკო" ვალდებული იქნება ანტუანი შეისყიდოს, თუ ეს უკანასკნელი გუნდის რიგებში საჭირო რაოდენობის მატჩს ჩაატარებს.

"ეს გარიგება სამ მხარეზე იყო დამოკიდებული. გაგვიმართლა, რომ გრიზმანი მომავალი ორი წლით ჩავიგდეთ ხელში. ამ ტრანსფერის იმედი არ გვქონდა და არ ვიცოდით, წავიდოდა თუ არა საული.

"გრიზმანი "ბარსაში" უცნაურ სტილში წავიდა, მაგრამ დაამტკიცა, რომ დაბრუნება ძალიან უნდოდა. იქნებიან ფანები, რომელთაც ეს არ მოეწონებათ, მაგრამ იქნებიან ისინიც, ვისაც მისი დაბრუნება გაუხარდებათ".