კოლოსალური რიცხვი - რა თანხა უნდა გადაეხადა ბარსელონას გრიზმანისთვის კონტრაქტის მიხედვით?

ცნობილი გახდა პირობები, რომელთა მიხედვითაც თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი 2019 წელს "ბარსელონაში" გადავიდა.
როგორც გავლენიანი გამოცემა Diario Sport იტყობინება, გაფორმებული 5-წლიანი კონტრაქტის მიხედვით, 30 წლის ფრანგს გადასახადების გადახდამდე საერთო ჯამში 95 მილიონი ევრო უნდა მიეღო.
ყოველ წელს ანაზღაურება ერთი მილიონით იზრდებოდა: 17 მილიონი 2019/20 წლების სეზონში, 18 მილიონი - 2020/21 წლების სეზონში და ა.შ.
აგრეთვე, ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იყო სხვადასხვა ბონუსიც - ჩატარებული მატჩების, ინდივიდუალური და გუნდური ჯილდოების მიხედვით.
მოგეხსენებათ, 2021/22 წლების სეზონს გრიზმანი იჯარის წესით მადრიდის "ატლეტიკოში" გაატარებს და "როხიბლანკოს" მისი კონტრაქტის შესყიდვის უფლება ექნება.