ავტორიზაცია

VIDEO: პენალტები, წითელი ბარათები და პირველი დიდი სენსაცია - ჩემპიონთა ლიგა შესანიშნავად დაიწყო

VIDEO: პენალტები, წითელი ბარათები და პირველი დიდი სენსაცია - ჩემპიონთა ლიგა შესანიშნავად დაიწყო
თარიღი 14 Sep 2021, 22:42

ჩემპიონთა ლიგა ორი ადრე გამართული შეხვედრით გაიხსნა - „სევილიამ“ „ზალცბურგს“ უმასპინძლა, „იანგ ბოიზმა“ კი „მანჩესტერ იუნაიტედს“.

„იანგ ბოიზი“ 2-1 „მანჩესტერ იუნაიტედი“.

კრიშტიანუ რონალდუმ „წითელი ეშმაკები“ პირველ ტაიმში მე-13 წუთზე ბრუნო ფერნანდეშის პასით დააწინაურა. თუმცა, „იუნაიტედის“ საქმე 35-ე წუთზე დამძიმდა, როცა აარონ ვან-ბისაკამ უხეშობის გამო პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც სოლსკიარეს მატჩიდან შემტევის ჯეიდონ სანჩოს მოხსნა და მცველის, დიოგუ დალოტის შეყვანა მოუწია.

მიუხედავად ამისა, კაცნაკლულმა „იუნაიტედმა“ უპირატესობა ბოლომდე ვერ შეინარჩუნა - 66-ე წუთზე მუმი ნგამალეუმ ტაბლოზე ანგარიში გაათანაბრა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე კი შვეიცარიელებმა ლინგარდის უხეში შეცდომით ისარგებლეს, სიებატჩუს დახმარებით გამარჯვების გოლიც გაიტანეს და პირველი ტურის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია დააფიქსირეს. 

 

 

„სევილია“ 1-1 „ზალცბურგი“

არანაკლები სიგიჟეები მოხდა ესპანეთში „რამონ სანჩეს პისხუანზე“ გამართულ შეხვედრაში, სადაც არბიტრმა პირველივე ტაიმში 4 პენალტი დანიშნა, თუმცა მხოლოდ 2 გოლის გატანა მოხერხდა - ავსტრიელებმა ორი თერთმეტმეტრიანები გააცუდეს და მხოლოდ ერთი - გაიტანეს.

სუჩიჩის 21-ე წუთზე გატანილ პენალტს 42-ზე ივან რაკიტიჩმა ასევე თერთმეტმეტრიანით უპასუხა და მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა.

მოედნის 50-ე წუთზე იუსეფ ენ ნესირიმ მეორე ყვითელი მიიღო და „სევილია“ 10 კაცით დარჩა, თუმცა ავსტრიელებმა ამით ვერ ისარგებლეს.