ავტორიზაცია

ბარსელონას ჩემპიონთა ლიგაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერია დაუგროვდა - თანაც გუნდი სახლში ზედიზედ 3 მატჩია ნადგურდება

ბარსელონას ჩემპიონთა ლიგაზე ხანგრძლივი მოუგებელი სერია დაუგროვდა - თანაც გუნდი სახლში ზედიზედ 3 მატჩია ნადგურდება
თარიღი 15 სექ 2021, 01:15

„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგაზე უკვე ზედიზედ 4 შეხვედრაა გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებს.

წინა სეზონის შემდეგ, კატალონიურ გუნდს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ზედიზედ 4 მოუგებელი მატჩი დაუგროვდა.

ეს წარუმატებელი სერია ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაიწყო, როცა ბოლო ტურში „ბარსა“ შინ „იუვენტუსთან“ 0:3 განადგურდა.

გაგრძელდა ყველაფერი 1/8-ფინალში, სადაც „პსჟ-მ“ პირველ შეხვედრაში „კამპ ნოუზე“ 4:1 მოიგო, პარიზული მატჩი კი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ახალი სეზონი დაიწყო, მაგრამ „ბარსელონას“ წარუმატებლობები გრძელდება - გუნდი ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში „ბაიერნთან“ 0:3 განადგურდა.

ამ ოთხ შეხვედრაში „ბარსელონას“ გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდებაც კი კატასტროფული აქვს - 2:11.

რაც უფრო საგანგაშოა - 4 მატჩიდან 3 მარცხი და 1 ფრეა და ეს სამივე წაგება საშინაო შეხვედრებზე მოდის, თანაც, ყველა გამანადგურებელი ანგარიშით.

შემდეგ ტურში კუმანის გუნდი სტუმრად „ბენფიკას“ დაუპირისპირდება.