ავტორიზაცია

მიუნხენის ბაიერნმა ბოლო 6 შეხვედრა ბურთების წარმოუდგენელი შეფარდებით მოიგო

მიუნხენის ბაიერნმა ბოლო 6 შეხვედრა ბურთების წარმოუდგენელი შეფარდებით მოიგო
თარიღი 15 სექ 2021, 01:19

წარუმატებელი წინასასეზონო მომზადების შემდეგ, რომელშიც „ბაიერნმა“ ვერცერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა, იულიან ნაგელსმანის გუნდი ფორმაში შევიდა.

თანაც იმდენად, რომ მიუნხენელებმა ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგეს და ამ მატჩებში ბურთების შეფარდება 30:4-ზეა.

„ბარსელონას“ 3:0 განადგურებით „ბაიერნმა“ 3 ქულა ჩაიწერა აქტივში და ცხრილს სათავეში ჩაუდგა. ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში „დინამო კიევმა“ და „ბენფიკამ“ გამაარჯვებული ვერ გამოავლინეს - 0:0.

ეს 6 შეხვედრა კი ასე დასრულდა:

„დორტმუნდის ბორუსია“ 1:3 „ბაიერნი“

„ბაიერნი“ 3:2 „კიოლნი“

„ბრემერი“ 0:12 „ბაიერნი“

„ბაიერნი“ 5:0 „ჰერტა“

„ლაიპციგი“ 1:4 „ბაიერნი“

„ბარსელონა“ 0:3 „ბაიერნი“.