უკანასკნელად როდის დამარცხდა ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის სასტარტო შეხვედრაში?
„ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში შინ „ბაიერნთან“ 0:3 განადგურდა.
BBC-ს ინფორმაციით, კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის სასტარტო შეხვედრაში მარცხი უკანასკნელად 1997/98-სეზონში იწვნიეს.
მაშინ, „ბარსელონა“ სტუმრად „ნიუკასლთან“ 2:3 დამარცხდა, ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში გასვლა ვერ მოახერხა.
მას შემდეგ, კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში სტაბილურად ან იგებდნენ, ან ფრეს მაინც თამაშობდნენ ხოლმე, სანამ ეს სერია „ბაიერნმა“ არ დაასრულა.
ამ ეტაპზე, კუმანის გუნდი E ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს - ლიდერი „ბაიერნია“ 3 ქულით, მეორე-მესამე პოზიციას კი „დინამო კიევი“ და „ბენფიკა“ იყოფენ, რომლებმაც ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
შემდეგ ტურში „ბარსელონა“ სტუმრად „ბენფიკას“ დაუპირისპირდება.