ავტორიზაცია

ზედმეტი ხარჯები, რომელიც გრიზმანის ბარსელონაში დარჩენით იყო გათვალისწინებული

ზედმეტი ხარჯები, რომელიც გრიზმანის ბარსელონაში დარჩენით იყო გათვალისწინებული
თარიღი 15 სექ 2021, 11:48

დასახელდა თანხები, რომლებიც "ბარსელონას" თავდამსხმელ ანტუან გრიზმანისთვის ამა თუ იმ ინდივიდუალური ჯილდოს დასაკუთრების შემთხვევაში უნდა მიეღო, იტყობინება Diario Sport.

ცნობილი ესპანური გამოცემის თანახმად, ხელში ჩაუვარდა 30 წლის ფრანგსა და კატალონიელებს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები. ასე და ამგვარად, როგორც შესაბამის დოკუმენტებშია აღწერილი, "ოქროს ბურთის" მოგებისთვის გრიზმანს მილიონ ევროს გადაუხდიდნენ, The Best-ის ჯილდოს მიღებისთვის 750 ათას ევროს.

თუ ანტუანი საფრანგეთში წლის ფეხბურთელად დასახელდებოდა, "ბარსა" მას 500 ათასს ჩაურიცხავდა, ამდენივეს დაისაკუთრებდა იგი იმ შემთხვევაში, თუ უეფა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებდა.

მოგეხსენებათ, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გრიზმანი იჯარით "ატლეტიკოში" გადავიდა. თუ ფრანგი მატჩების 50 პროცენტში მიიღებს მონაწილეობას, მაშინ მადრიდელები ავტომატურად შეისყიდიან მის კონტრაქტს.

შეგახსენებთ, 2019 წლის ზაფხულში "ბარსამ" "როხიბლანკოს" გრიზმანში 120 მილიონი გადაუხადა, მან კატალონიელთა მაისურით საერთო ჯამში 102 მატჩი ჩაატარა და 35 გოლი შეაგდო.