ავტორიზაცია

ბარსელონა გრიზმანის უფასოდ დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას

ბარსელონა გრიზმანის უფასოდ დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას
თარიღი 14 სექ 2021, 18:58

ცნობილი გახდა თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის "ბარსელონადან" "ატლეტიკოში" დაბრუნების დეტალები, იტყობინება ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca.

30 წლის ფრანგი მადრიდულ გრანდში უფასო იჯარით გადავიდა. ეს ხელშეკრულება შესაძლოა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს. თუ გრიზმანი 2022/23 წლების სეზონში "ატლეტიკოში" მატჩების როგორც მინიმუმ 50 პროცენტს ჩაატარებს, მაშინ მადრიდელები მის შესყიდვას 40 მილიონ ევროდ შეძლებენ.

ეს მაქსიმალური თანხაა, რომელიც შესაძლოა "ბარსამ" "ატლეტიკოსგან" მიიღოს, მასში კლუბებს შორის შეთანხმებული ყველა ბონუსი შედის. ხოლო იმ შემთხვევაში, ანტუანი "როხიბლანკოში" მატჩების 50 პროცენტზე ნაკლებში მიიღებს მონაწილეობას, მაშინ მადრიდულ გრანდში უფასოდ გადავა.

ცნობისთვის, Transfermarkt-ის ვერსიით, გრიზმანის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 60 მილიონ ევროს შეადგენს. აქვე დავამატებთ, ფრანგი მადრიდში რვა ნომრით თამაშობს.