ავტორიზაცია

"ბარსელონას განადგურებით, სიამოვნებას ვიღებდი", - მიულერი 8:2-ის შესახებ

"ბარსელონას განადგურებით, სიამოვნებას ვიღებდი", - მიულერი 8:2-ის შესახებ
თარიღი 14 სექ 2021, 18:44

მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა, ტომას მიულერმა გაიხსენა თავისი გუნდის უკანასკნელი დაპირისპირება "ბარსელონას" წინააღმდეგ, რომელიც ანგარიშით 8:2 დასრულდა.

"ბარსელონას წინააღმდეგ ვაჩვენეთ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი. ვიყავით მშივრები და ამის გარდა, ცხადია, ცოტა გაგვიმართლა კიდეც. პერიშიჩის დარტყმა იყო საოცარი, ასეთი მომენტები ხშირად არ ხდება.

მოწინააღმდეგემ გაანალიზა, რომ მას ვერაფერი შეეძლომ ჩვენ კი პირიქით, მაქსიმუმი გავაკეთეთ. კატალონიელები შევბოჭეთ, თამაშის მიმდინარეობისგან სიამოვნებას ვიღებდი.

პირველი ტაიმის შემდეგ, ვიგებდით ანგარიშით 4:1-ს, ასეთ დროს კი ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება. მეორე ნახევარზე უფრო დიდი მონდომებით გავედით.

მეტოქეს გადავუწურეთ ქამბექის ყველანაირი იმედი, რადგან იმ შეხვედრაში ერთი წუთითაც არ მოვდუნებულვართ. ეს იყო უბრალოდ გამორჩეული მატჩი", - განაცხადა გერმანელმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ჩვენი დროით 23:00 საათზე, "რეკორდმაისტერი" სტუმრად სწორედ "ბლაუგრანას" დაუპირისირდება. იგივე ჯგუფში ლისაბონის "ბენფიკა" და კიევის "დინამოც" არიან.