ავტორიზაცია

ნეიმარი გასულ ზაფხულს ბარსელონაში დაბრუნებაზე ფიქრობდა - კატალონიური პრესა

ნეიმარი გასულ ზაფხულს ბარსელონაში დაბრუნებაზე ფიქრობდა - კატალონიური პრესა
თარიღი 14 სექ 2021, 17:47

"ბარსელონას" პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას გასულ ზაფხულს კლუბში "პსჟ"-ს თავდამსხმელის, ნეიმარის დაბრუნება უნდოდა.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Sport.es იტყობინება, RAC1-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, თავად ბრაზილიელი დაბრუნების წინააღმდეგი არ გახლდათ, რაც "ბარსას" ორ წარმომადგენელს პარიზში გამართულ შეხვედრაზე აცნობა კიდეც.

29 წლის სუპერვარსკვლავი "კამპ ნოუზე" დაბრუნებას იმისათვის აპირებდა, რათა ლეო მესისთან ერთად ეთამაშა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ფეხბურთელი იყო.

როცა პარიზული გუნდის ბოსებიდან ერთ-ერთმა ნეიმარის სურვილის შესახებ გაიგო, მამამისის ანგარიშზე 20 მილიონი ევრო გადარიცხა.

შეგახსენებთ, აგვისტოს დასწყისში "ბარსადან" "პსჟ"-ში თავისუფალი აგენტის სტატუსით ლიონელ მესი გადავიდა და ფრანგულ კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.