ავტორიზაცია

VIDEO: ბარსელონა სომხური წარმოშობის რუსი ფეხბურთელით დაინტერესდა

თარიღი 14 სექ 2021, 15:59

ცნობილი ინსაიდერის, ნობელ არუსტამიანის ინფორმაციით, "ბარსელონა" დაინტერესდა მოსკოვის "დინამოს" ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველით, არსენ ზახარიანით.

კატალონიური კლუბი უკვე დიდი ხანია, რაც აკვირდება რუს ჰავბეკს, უფრო კონკრეტულად კი ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. "ბლაუგრანას" არც რუსული კლუბის აღზრდილის ეროვნულ ნაკრების მთავარ გუნდში დებიუტი გამოპარვია.

ამის გარდა, "ლურჯ-ბროწეულისფრების" სკაუტები დაესწრნენ "დინამოს" რამდენიმე შეხვედრას რუსეთის პრემიერ ლიგაში, 18-წლის შუახაზელმა კი მათზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

"ბარსელონას" ფუნქციონერები მოლაპარაკებების გამართვას აპირებენ უკვე ახლა, რადგან წარმოშობით სომეხი ნახევარმცველით ინტერესდებიან სხვა კლუბებიც, მაგალითად, "ლაიფციგი". გთავაზობთ მოსკოველთა 47-ე ნომრის საუკეთესო მომენტებს.