ავტორიზაცია

"კავანი მაინც მირჩევნია დღევანდელ ლუკაკუს", - ნევილი

"კავანი მაინც მირჩევნია დღევანდელ ლუკაკუს", - ნევილი
თარიღი 15 სექ 2021, 12:52

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა, რომელუ ლუკაკუს ლონდონის "ჩელსიში" დაბრუნების შესახებ განცხადება გააკეთა:

"გვარდიოლა და კლოპი ლუკაკუს არასდროს დაიმატებდნენ, რადგან ასეთი სტილის თავდამსხმელები მათ ტაქტიკურ სქემაში არ ჯდება. ჩელსისთვის კი პირიქით, ყველაფერი რიგზეა.

მათ ადრეც ჰყავდათ მსგავსი ფორვარდები, დროგბასა და კოშტას სახით. ლონდონში უკვე თითქმის 20 წელია, რაც ასეთი შემტევებით ცდილობენ შედეგის დადებას.

პირადად მე, ბელგიელ სტრაიკერს მირჩევნია კავანი, მიუხედავად იმისა, რომ მისი საუკეთესო წლები უკვე წარსულშია", - განაცხადა ყოფილმა ინგლისელმა მარჯვენა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ "ჩელსიში" დაბრუნების შემდეგ, ლუკაკუმ უკვე მოასწრო 4 შეხვედრაში 4 გოლის გატანა. ლონდონელებს ბელგიელი თავდამსხმელის ტრანსფერი 115 მილიონი დაუჯდათ.