ლიდს იუნაიტედის აპელაცია უარყოფილია
"ლიდსის" პრეს-სამსახური იტყობინება, რომ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ უარყო აპელაცია, რომელიც კლუბმა პრემიერლიგის მე-4 ტურში "ლივერპულის" წინააღმდეგ, მცველ პასკალ სტრეიკის გაძევების გამო შეიტანა.
ნიდერლანდელ ფეხბურთელს წითელი ბარათი მსაჯმა უჩვენა უხეში ვარდნის გამო , რის შედეგადაც მერსისაიდელების ნახევარმცველმა ჰარვი ელიოტმა უმძიმესი ტრავმა მიიღო მარცხენა ფეხზე და ამის გამო ოპერაციაც კი დასჭირდა.
ასე და ამგვარად, სტრეიკი გამოტოვებს "ლიდსის" შემდეგ სამ მატჩს: "ნიუკასლის", "ფულემის" და "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ.
აღსანიშნავია ელიოტის მატჩის შემდგომი განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ სტრეიკი არ იმსახურებდა გაძევებას.
VIDEO: ლივერპულის ახალგაზრდა ნახევარმცველმა საშინელი ტრავმა მიიღო