ავტორიზაცია

რუდიგერმა ჩელსის საკუთარი პირობები წაუყენა, ფეხბურთელს ორი სერიოზული მსურველი ჰყავს

რუდიგერმა ჩელსის საკუთარი პირობები წაუყენა, ფეხბურთელს ორი სერიოზული მსურველი ჰყავს
თარიღი 15 Sep 2021, 16:55

"რეალი" და "პსჟ" "ჩელსის" მცველს, ანტონიო რუდიგერს აკვირდებიან, რომელიც ლონდონელებთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, იტყობინება Goal.com.

ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, 2022 წლის ზაფხულში ფეხბურთელი შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს. ზემოთნახსენები გრანდები მომავალი წლის იანვარში 28 წლის გერმანელთან წინასწარი ხელშეკრულების გაფორმებას ეცდებიან.

თავად ფეხბურთელი მზად არის "არისტოკრატთა" რიგებში დარჩეს, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუ კლუბი ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

როგორც აღინიშნება, რუდიგერი "ჩელსიში" წლიური ხელფასის 7,2 მილიონი ევროდან 11,2 მილიონამდე გაზრდას ითხოვს.

გასულ სეზონში მცველმა ლონდონელთა რიგებში 34 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის ვერსიით, მისი სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონს შეადგენს.

ჩელსი და რუდიგერი შეთანხმებისგან შორს არიან - ფეხბურთელი უფასოდ წავა?!