ავტორიზაცია

პოგბას კომენტარი ჩემპიონთა ლიგაზე იანგ ბოიზთან განცდილი სენსაციური მარცხის შემდეგ

პოგბას კომენტარი ჩემპიონთა ლიგაზე იანგ ბოიზთან განცდილი სენსაციური მარცხის შემდეგ
თარიღი 15 სექ 2021, 17:00

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "იანგ ბოიზთან" (1:2) განცდილ მარცხზე მოკლე კომენტარი გააკეთა.

მანიკუნიანელებმა გადამწყვეტი გოლი 95-ე წუთზე ჯესი ლინგარდის მიუტევებელი შეცდომის შემდეგ გაუშვეს.

"ეს ის შედეგი არ არის, რომელსაც ველოდით. მაგრამ დავბრუნდებით", - წერს ფრანგი სუპერვარსკვლავი სოციალურ ქსელში.

მომდევნო ტურში "ეშმაკუნები" "ვილიარეალს" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 29 სექტემბერს გაიმართება. პრემიერ ლიგაში სოლსკიაერის შეგირდები სატურნირო ცხრილის ლიდერები არიან.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, პოგბა "ემიუდან" წასვლას გეგმავს და აგენტ მინო რაიოლას აცნობა, რომ "რეალში" თამაში უნდა, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნების შემდეგ აბარგება გადაიფიქრა.

არც რეალი, არც პსჟ — მანჩესტერში რონალდუს დაბრუნებამ პოგბას გადაწყვეტილება შეაცვლევინა?!