ავტორიზაცია

"გავიგებთ, როცა გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება", - მატიას პოგბა მანჩესტერში ძმის მომავალზე

"გავიგებთ, როცა გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება", - მატიას პოგბა მანჩესტერში ძმის მომავალზე
თარიღი 15 სექ 2021, 17:15

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, პოლ პოგბას ძმამ, მატიას პოგბამ განაცხადა, რომ ფეხბურთელს ინგლისურ კლუბში საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

"გადაწყვეტილება თავად პოლმა უნდა მიიღოს. ახლა "ემიუში" თავს კარგად გრძნობს, განსაკუთრებით ამ სეზონში".

"ვნახოთ, გავიგებთ, როცა გადაწყვეტილების მიღების დრო დადგება", - ციტირებს მატიას პოგბას სიტყვებს Daily Mail.

2021/22 წლების სეზონში პოგბამ "ეშმაკუნების" რიგებში 5 მატჩი ჩაატარა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა საკუთარ აქტივში.

28 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს მოქმედი ხელშეკრულების ვადა "მანჩესტერ იუნაიტედთან" 2021/22 წლების სეზონის ბოლოს ეწურება.