ავტორიზაცია

"ყველა მხარე ამას ელოდება, მშვიდად ვარ", - იუვენტუსში დიბალას ბედი პრაქტიკულად გადწყვეტილია

"ყველა მხარე ამას ელოდება, მშვიდად ვარ", - იუვენტუსში დიბალას ბედი პრაქტიკულად გადწყვეტილია
თარიღი 15 Sep 2021, 17:20

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ ტურინულ კლუბთან ახალ კონტრაქტზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.

"იმედი მაქვს, "იუვენტუსთან" ახალ კონტრაქტს მალე გავაფორმებ. ყველა მხარე ამას ელოდება, ამიტომაც მშვიდად ვარ".

"ზაფხულში განვაახლეთ მოლაპარაკებები, გუნდში დარჩენა მინდა. უახლოეს დღეებში ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი", - ციტირებს დიბალას სიტყვებს ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

27 წლის არგენტინელი "იუვენტუსის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. 2021/22 წლების სეზონში დიბალამ ტურინელთა მაისურით 3 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა პაულოს "ბებერ ქალბატონთან" 2022 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.