"ფანტასტიური ფეხბურთელია, მისი გულშემატკივარი ვარ", - ვინისიუსი რეალში მბაპეს შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება

"რეალის" თავდამსხმელმა, ვინისიუს ჟუნიორმა კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან მისდამი ნდობის შესახებ ისაუბრა.
გარდა ამისა, 21 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "პსჟ"-ს სუპერვარსკვლავ კილიან მბაპეზეც გააკეთა კომენტარი.
"ფლორენტინო პერესი პირველივე დღიდან მენდობა. უკვე ანჩელოტიც მეხმარება. მიყვარს ჩემი ცხოვრება "რეალში", - ციტირებს ვინისიუსის სიტყვებს AS.
"მბაპე? ფანტასტიური ფეხბურთელია, მისი გულშემატკივარი ვარ! დარწმუნებული ვარ, "პსჟ"-ში საუკეთესო სეზონი ექნება. შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება მის მომავალთან დაკავშირებით", - დასძინა ბრაზილიელმა.
31 აგვიტოს გავრცელებული ინფორმაციით, "რეალი" 22 წლის მბაპეს სანაცვლოდ 220 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა "პსჟ"-მ ფრანგის გაშვება იუარა.