"ასეთ სიტუაციაში ჩავარდნას ველოდით", - ლაპორტას განცხადება ბაიერნთან განადგურების შემდეგ
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში "ბაიერნთან" (0:3) "კამპ ნოუზე" განცდილი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ გულშემატკივრებს მიმართა.
"გამარჯობა, იმდენად დამწუხრებული და იმედგაცრუებული ვარ, რამდენადაც თქვენ. ასეთ სიტუაციაში ჩავარდნას ველოდით".
"მოთმინების გამოჩენას გთხოვთ. იმედი მაქვს, ჩვენი გუნდის მხარდაჭერას გააგრძელებთ. გთხოვთ გჯეროდეთ ჩვენი, იმ ადამიანების, რომლებიც კლუბს მართავენ".
"თქვენი ნდობა და დრო გვჭირდება. ეჭვი არ შეგეპაროთ იმაში, რომ ამ რთულ სიტუაციაში გამოსავალს ვიპოვით".
"დიდი მადლობა თქვენ. Visca el Barça!", - წერს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.