ავტორიზაცია

"რეალი არასოდეს გახდება პსჟ, სადაც თაღლითები არიან", - ლა ლიგის პრეზიდენტი

"რეალი არასოდეს გახდება პსჟ, სადაც თაღლითები არიან", - ლა ლიგის პრეზიდენტი
თარიღი 15 სექ 2021, 18:34

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა, ესპანური კლუბების ფინანსური სირთულეების განხილვისას, "პსჟ" დიდი ხარჯების გამო კვლავ გააკრიტიკა.

"უკვე ვთქვი, რომ ესპანური ფეხბურთი არ გამტყდარა. არც "რეალი", არც "ბარსელონა", - ციტირებს ფუნქციონერის სიტყვებს Marca.

"ვფიქრობ, "რეალი" პანდემიას სხვებზე უკეთესად გაუმკლავდა, დიდი ძალისხმევა გაიღო ხელფასების შემცირებისთვის. ახლა კი, "რეალს" შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც მოისურვებს".

"თუმცა, "რეალი" არასოდეს გახდება "პსჟ", რადგან "პსჟ"-ში თაღლითები არიან. მათმა სახელფასო ხარჯებმა თითქმის 600 მილიონ ევროს მიაღწია, ეს კი დაუშვებელია".

"ამავდროულად, "რეალი" სახელმწიფო კლუბი არ არის, ამიტომაც მსგავსი რამ მისთვის შეუძლებელია", - დასძინა ტებასმა.

მოგეხსენებათ, "პარი სენ ჟერმენს" ყატარის საინვესტიციო ფონდი Qatar Investment Authority მართავს.