ბაიერნთან განადგურების შემდეგ, კუმანი ლაპორტას ესაუბრა — შეხვედრამ დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა
ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" "ბაიერნთან" ანგარიშით 0:3 განადგურდა.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გუნდის მთავარ მწვრთნელ რონალდ კუმანთან აღნიშნული მარცხი განიხილა.
როგორც El Chiringuito იტყობინება, პრეზიდენტის, მწვრთნელისა და კატალონიური გრანდის რამდენიმე ხელმძღვანელის შეხვედრა პრაქტიკულად თამაშის დასრულებისთანავე შედგა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა შეხვედრამ დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა.
მოგეხსენებათ, "ბარსელონა" "ბაიერნთან" ზედიზედ მესამედ დამარცხდა, გუშინდელ მატჩში კატალონიელებს კარში ერთხელაც კი არ დაურტყამთ.