ავტორიზაცია

"ესპანეთის ლიგამ საკუთარ კარში გაიტანა", - რუმენიგე მესის ბარსელონადან წასვლის შესახებ

"ესპანეთის ლიგამ საკუთარ კარში გაიტანა", - რუმენიგე მესის ბარსელონადან წასვლის შესახებ
თარიღი 15 სექ 2021, 18:52

"ბაიერნის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ "ბარსელონადან" თავდამსხმელ ლიონელ მესის წასვლაზე განცხადება გააკეთა.

"გუნდს თვალყური მივადევნეთ და დავინახეთ, თუ რა ტაქტიკას მიმართავს. მესის წასვლის შემდეგ, "ბარსელონას" სული ამოეცალა. რთული დრო უდგათ".

"მისი გაშვება აუცილებელი იყო. ამ გადაწყვეტილების მიღებით, ესპანეთის ლიგამ საკუთარ კარში გაიტანა", - ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს Bild.

მოგეხსენებათ, მესი "ბარსელონას" სისტემაში 2000 წლიდან ირიცხებოდა. ამა წლის ზაფხულში 34 წლის არგენტინელს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ. მიუხედავად ამისა, ლა ლიგამ "ბარსას" მესის დარეგისტრირების უფლება არ მისცა, რადგან კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს.

ამის შემდეგ, სამხრეთამერიკელი სუპერვარსკვლავი თავისუფალი აგენტის სტატუსით "პარი სენ ჟერმენში" გადაბარგდა.