გადაწყვეტილება მიღებულია — გაათავისუფლებს თუ არა ბარსელონას ხელმძღვანელობა კუმანს?
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს უახლოეს პერიოდში არ გაათავისუფლებენ, მიუხედავად ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის წარუმატებელი სტარტისა.
"ბაიერნთან" (0:3) განცდილი გუშინდელი მარცხის შემდეგ, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან ჰოლანდიელი სპეციალისტის შეხვედრა თითქმის სამ საათს გაგრძელდა, მაგრამ მენეჯერი ახლო მომავალში მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემის Cadena COPE-ს ჟურნალისტი, ხელენა კონდის ედო ავრცელებს.
კატალონიურ გრანდში აცნობიერებენ, რომ როგორც გუნდი, "ბაიერნი" უკეთესია, მაგრამ ასეთ სტილში მარცხს ვერ შეეგუება.
როგორც El Chiringuito იტყობინება, პრეზიდენტის, მწვრთნელისა და კატალონიური გრანდის რამდენიმე ხელმძღვანელის შეხვედრა პრაქტიკულად თამაშის დასრულებისთანავე შედგა.
არსებული ცნობით, აღნიშნულმა შეხვედრამ დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა.
მოგეხსენებათ, "ბარსელონა" "ბაიერნთან" ზედიზედ მესამედ დამარცხდა, გუშინდელ მატჩში კატალონიელებს კარში ერთხელაც კი არ დაურტყამთ.