ავტორიზაცია

VIDEO: პიანიჩის ასისტი ბეშიქთაშს დორტმუნდთან ქულის აღებაში ვერ დაეხმარა - ჰოლანდის მორიგი გოლი

VIDEO: პიანიჩის ასისტი ბეშიქთაშს დორტმუნდთან ქულის აღებაში ვერ დაეხმარა - ჰოლანდის მორიგი გოლი
თარიღი 15 სექ 2021, 22:47

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ წრეში „დორტმუნდმა“ სტუმრად „ბეშიქთაში“ 2:1 დაამარცხა.

მატჩში ანგარიში 18 წლის ჯუდ ბელინგემმა ტომა მენიეს პასით მე-20 წუთზე გახსნა. ტაიმის მიწურულს ინგლისელმა ნახევარმცველმა ამჯერად საგოლე გადაცემა მიითვალა და ერლინგ ჰოლანდს მორიგი გოლი გაატანინა.

მეორე ნახევარში მარკო როზეს გუნდი ანგარიშის შენარჩუნებაზე გადაერთო და კინაღამ დაისაჯა - მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებში მირალემ პიანიჩის საგოლე პასით ანგარიშში სხვაობა შეამცირა, თუმცა მეტი თურქებმა ვეღარ მოასწრეს და გერმანულმა გუნდმა მინიმალური გამარჯვება მიითვალა.