VIDEO: გოლების წვიმა ეტიჰადზე! - სიტიმ ლაიფციგი 6:3 დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ სიტიმ" მიიღო "ლაიფციგი" და მოწინააღმდეგე ანგარიშით 6:3 (!) დაამარცხა. პირველი ტაიმის შემდეგ, ტაბლოზე ციმციმებდა 3:1 და თითქოს მატჩის ბედი იყო გადაწყვეტილი.
"რედ ბულსმა" დაამტკიცა სრულიად საპირისპირო, თუმცა "ქალაქელების" მაღალმა კლასმა თავისი გაიტანა. მაყურებელმა მიიღო ნამდვილი საჩუქარი, ცხრა გოლი ჩემპიონთა ლიგის მატჩში ძალიან საინტერესოა!