ავტორიზაცია

მინი-სენსაცია ვანდაზე! ატლეტიკომ პორტუ ვერ გატეხა

მინი-სენსაცია ვანდაზე! ატლეტიკომ პორტუ ვერ გატეხა
თარიღი 16 სექ 2021, 01:12

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ სენსაცია დაფიქსირდა.

მადრიდის „ატლეტიკომ“ „პორტუს“ უმასპინძლა და პორტუგალიური გუნდის დამარცხება საკუთარ კედლებში ვერ მოახერხა.

შეხვედრა საკმაოდ მოსაწყენი გამოვიდა და გუნდებს საგოლე მომენტი პრაქტიკულად არ შეუქმნიათ - „ატლეტიკომ“ მეტოქის კარისკენ 6-ჯერ გაისროლა, საიდანაც 2 დარტყმა ზუსტი იყო, „პორტუს“ კი სამი მცდელობის მიუხედავად იან ობლაკი საერთოდ არ შეუწუხებია.

ამრიგად, გუნდებმა უგოლო ფრე გააფორმეს და თითო-თითო ქულა ჩაიწერეს აქტივში.

ჯგუფის პარალელურ შეხვედრაში კი „ლივერპულმა“ „მილანთან“ 1:2 წაგებული ტაიმის მიუხედავად მატჩი შემოატრიალა და 3:2 მოიგო.